Friday, December 14, 2012

რა არის რეკლამა?


რეკლამა (ლათ. reclamo - „წამოვიყვირებ“) — ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.
ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზიარადიო,ფილმებიჟურნალებიგაზეთებიინტერნეტი და ბილბორდები. ძველ საბერძნეთში დარომში სარეკლამო განცხადებებს წერდნენ , ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადებაინგლისში , რომელიც 1473 წლით თარიღდება, ხოლო 1611 წელს ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო დღეს რეკლამა განიხილება როგორც მარკეტინგისუმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რეკლამა მეურნეობის სისტემაში- ეს არის საინფორმაციო პროპაგანდისტული და ღონისძიებების ერთობლიობა, გამიზნული მოსახლეობის მოთხოვნილებებზე. სარეკლამო ინფორმაცია- ეს არის პოტენციური მყიდველების შეტყობინება საქონელთა შესახებ, მათი დანიშნულებისა და თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული მომსახურების შესახებ. საქონელთა პროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპები- გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.
პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს აშშ–ში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელი კომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც მან 4 აშშ დოლარი გადაიხადა.[1]
პირველი სარეკლამო გმირი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა (1993 წ.), არის თეთრი დათვი, რომელიც კოკა-კოლას მიირთმევს.



წყარო ვიკიპედია.

No comments:

Post a Comment